ავსტრალიის ფავორიტი ადგილები დასასვენებლად ან ენერგიის აღსადგენად. ყავა და ხალხი ჩვენი გატაცებაა და მზად ვართ, ჩვენი ადგილობრივი ყავის სახლები საჯარო წარმატების ისტორიად ვაქციოთ. ავსტრალიის გარშემო 230-ზე მეტი მაღაზიით მოსახერხებელ ადგილას, ადვილია მაღაზიის პოვნა შენს სიახლოვეს.

ჩვენ ექსპერტების გლობალური ქსელი ვართ. ჩვენი გამორჩეული ყავის დიდი საიდუმლო ისაა, რომ გლორია ჯინი ყავას იძენს იმავე ფერმებიდან, საიდანაც საუკეთესო დამოუკიდებელი კაფეები. ვაწარმოებთ ჯილდოს მფლობელ ყავას, მაგრამ მხოლოდ კარგი ფინჯანი ყავა არ არის საკმარისი, უნდა გამოვიყურებოდეთ, როგორც სპეციალიზირებული ბრენდი; სუფთა ხაზები, ნაკლები გადატვირთულობა სხვადასხვა ელემენტებით და ნაკლები ვიზუალური დაბინძურება.

გლორიას ყავა დაარსდა თითქმის 40 წლის წინ, 1979 წელს, გლორია ჯინ კვეტკოს მიერ ჩიკაგოში, აშშ-ში. 1996 წელს, ავსტრალიაში, სიდნეიში, გაიხსნა პირველი გლორია ჯინის ყავა. 2021 წელია და გლორია ჯინის ყავა ახლა უკვე გლობალური წარმატების ისტორიაა, იგი აწვდის განსაკუთრებულ ყავას 50 – ზე მეტ ბაზარს. გლორიას ყავა აგრძელებს იმ ტრადიციას, რომელზეც იგი დაარსდა წლების წინ, რაც გულისხმობს მომხმარებლების მომარაგებას უმაღლესი ხარისხის განსაკუთრებული ყავით ყოველ ჯერზე.

 

საფუძველი
როდუქტის ხარისხი

ეს ჩვენი რეპუტაციაა ფინჯანში. ასევე, ეს ჩვენი ვალდებულებაა მაღალხარისხიანი ყავის წარმოებისთვის. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ საუკეთესო ხარისხის მარცვლების და ფინჯნის მოპოვებას, ვამოწმებთ მოხალული ყავის თითოეულ ნაკადს.

ცენტრი
მდგრადობა

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გლორიას ყავის, როგორც ბიზნესის, მდგრადობის დამტკიცება. მზად ვართ, დავამყაროთ მყარი ურთიერთობები ჩვენს ფერმერებთან, დავიცვათ ყავის მიღების უმაღლესი სტანდარტები და მეთოდები, ჩავდოთ ინვესტიციები კვლევებსა და პროდუქტების განვითარებაში.

მთავარი ხაზი
Day Parting Service

მომხმარებლის დღიური განწყობის შექმნა ჩვენი სერვისით და შესანიშნავი გემოს მქონე ყავით, რათა მათ სახეზე ღიმილი გამოისახოს და ისევ დაბრუნდნენ ჩვენთან.

ქაფი
საზოგადოება

გლორიას ყავა არის გლობალური სპეციალიზირებული ყავის ქსელი, რომელიც მზად არის დადებითად იმოქმედოს საზოგადოების ჯგუფებზე და შექმნას საარსებო წყაროები. ყავას აქვს უნარი, ხალხი შეაჩეროს და ერთმანეთს დააკონტაქტოს. ადამიანებს შორის კავშირი არის ის, რისთვისაც ვართ აქ და ზოგჯერ ვაცნობიერებთ, რომ ეს ისეთი მარტივია, როგორც ორი ლატე.

ჩვენი ხედვა

ვიყოთ ყველაზე საყვარელი და პატივსაცემი ყავის კომპანია მსოფლიოში.

ჩვენ გვსურს, ვიყოთ ყველაზე საყვარელი და პატივსაცემი ყავის კომპანია მსოფლიოში და არ ვიღლებით ჩვენი მიზნის განხორციელებაში – ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის ყავა, ხოლო თითოეულ ჩვენს სტუმარს თავი ისე ვაგრძნობინოთ, თითქოს ბრუნდებიან სახლში, როდესაც ჩვენს ერთ-ერთ ყავის სახლში შეაბიჯებენ.

ჩვენი მისია

გლორიას ყავა მოწოდებულია ააშენოს ერთიანი ოჯახი, რომელიც მუდმივად მოგართმევთ უმაღლესი ხარისხის ყავას და უზრუნველყოფს გამორჩეულ და პერსონალიზებულ მომსახურებას მაღაზიის ატმოსფეროში.

ჩვენი ღირებულებები

ასახავს ვინ ვართ ჩვენ და როგორ ვუდგებით ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ.

ეს არაა ღირებულებები, რომლებიც დრო და დრო, ერთი სიტუაციიდან მეორემდე, ან ადამიანიდან ადამიანამდე იცვლება, არამედ ჩვენი კომპანიის კულტურის საფუძველს წარმოადგენენ.

ამ ძირეული ღირებულებების შენარჩუნებით, იმის მიუხედავად, თუ რამდენად გაიზრდება კომპანია, შეგვიძლია შემოვინახოთ ის, რაც ყოველთვის გამოარჩევდა ჩვენ ბრენდს.

ერთიანობასა და ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობები;
ერთგულება წარმატებისა და ინოვაციებისადმი;
სიხარულისა და ვნების კულტურა;
რწმენა ხალხისადმი, შენებისა და ცხოვრების შეცვლისადმი.

SWITCH THE LANGUAGE