გლორია ჯინში ყავას ძალიან სერიოზულად აღვიქვამთ, ამიტომაც მას არა მარტო საოცარი გემო აქვს, არამედ ასევე ვუზრუნველყოფთ ისეთი მწარმოებლებისგან შეძენას, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ თანამშრომლებსა და გარემოზე.
ყავას ვიღებთ მთელი მსოფლიოდან და ბევრი სხვადასხვა ფერმიდან, რაც ნიშნავს, რომ ორიენტირებულები ვართ ამ ბიზნესის ხელშეწყობასა და ყველასთვის უკეთესი შედეგის მოტანაზე.

ამერიკა

მსოფლიოს ყავის უმეტესობას ამერიკა ამარაგებს, როდესაც ბრაზილიას ყავის საერთაშორისო ბაზრის მესამედი უკავია.

ნიკარაგუა

პროფილი: შოკოლადის/ციტრუსის/ხილის დელიკატური გემო. საშუალო სისქის, ტკბილი დასასრულით.

ნიკარაგუაში ყავა პირველად შეიტანეს კათოლიკე მისიონერებმა 1790 წელს, და ეკონომიკური მნიშვნელობა 1840 წლამდე არ მიუღია, სანამ მსოფლიოში ყავაზე მოთხოვნა არ გაიზარდა. ყავის ქესპორტი მალე გახდა უდიდესი მნიშვნელობის მქონე ადგილობრივებისათვის.

კოლუმბია

პროფილი: კარგად დაბალანსებული და მსუბუქად მომჟავო, საშუალო კონსისტენციით. დაჰკრავს მსუბუქი კარამელის სიტკბო.

ითვლება, რომ ყავა 1720-იან წლებში შეიტანეს იეზუიტმა მღვდლებმა და მისი ყავა აღიარებულია მსოფლიოში საუკეთესოთა შორის ხარისხის მხრივ.

ბრაზილია

პროფილი: ზოგადად დაბალი მჟავიანობა, მოტკბო მარცვლით და შოკოლადის ტონებით. სრულფასოვანი ყავა, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ესპრესოსთვის.

მსოფლიოში ყავის უმსხვილესი მწარმოებელი, რომლის წარმოებამ ერთ დროს მიაღწია მსოფლიოს მთლიანის 80% -ს. ესაა მსოფლიოში მოწინავე და ინდუსტრიული ყავის მწარმოებელი. ყავა შემოიტანეს 1727 წელს გვინეადან, მოთხოვნის პიკს მიაღწია 1920-იან წლებში.

აფრიკა

ყავის “სამშობლოდ” ითვლება, დღევანდელი ყავის უმეტესობა ან ბუნებრივი მუტაციაა, ან გენეტიკურად შეცვლილია აფრიკაში აღმოჩენილი ერთ-ერთი სახეობისგან.

ეთიოპია

პროფილი: ისინი შეიძლება იყოს მსუბუქი ხილის გემოთი და ჩაის მსგავსი მცენარეულობის მხრივ, ან შეიძლება იყოს ძალიან ტკბილი და მრავალფეროვანი.

თავიდან, ეთიოპიაში ყავას ხილად უფრო მოიხმარდნენ, ვიდრე სასმელად. ყავის ხეები იზრდება ტყეში, ველურ ბუნებაში, ნაკვეთებსა და პლანტაციებში. ისინი აწარმოებენ სხვადასხვა უჩვეულო და გასაოცარ ყავას, რაც ეთიოპიურ ყავას ძალიან სასურველს ხდის.

 

ბურუნდი

პროფილი: მკვეთრი სიტკბო მსუბუქ სიმჟავესთან ერთად. ციტრუსის და მოცვის არომატით.

ყავა აქ პირველად 1920-იან წლებში შემოვიდა და ბელგიის მმართველობით, ყველა გლეხს უხდებოდა მინიმუმ ორმოცდაათი ყავის ხის გაშენება ექსპორტის ხელშესაწყობად.

კენია

პროფილი: ზოგადად, კომპლექსური და მკვეთრი მჟავიანობა ციტრუსიდან კენკრის და გრეიფრუტის არომატამდე, ხილის სრული სიტკბოებით.

ყავა კენიაში მე-18 საუკუნემდე არ შესულა, ეთიოპოიის მეზობლობის მიუხედავად. ნერგები ფრანგმა მისიონერებმა შეიტანეს კუნძულ ბურბონიდან. კენია ცნობილია თავისი შესანიშნავი გამოკვლევებითა და განვითარებით და ეს აშკარად ჩანს აქ წარმოებული უაღრესად მაღალი ხარისხის ყავაში.

აზია

ითვლება, რომ ყავა 1670 წელს შეიტანეს აზიაში (ინდოეთში)

ინდონეზია

პროფილი: უფრო სქელი კონსისტენციის, ვიდრე სხვა ყავები. მათ შედარებით დაბალია მჟავიანობა ახასიათებთ და მცენარეული არომატი დაჰკრავთ.
ყავა პირველად მაშინ შემოიტანეს, როდესაც ნიდერლანდების გუბერნატორმა ინდოეთიდან რამდენიმე ნერგი საჩუქრად გაგზავნა და ახლა ინდონეზია ყავის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია აზიაში. ინდონეზიაში ბევრი რეგიონია, სადაც ყავა მოჰყავთ, გამორჩეული არომატით და მახასიათებლებით.

SWITCH THE LANGUAGE